png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ყაზახი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოები ეცნობიან

  • ეკონომიკა
  • 17.03.2016
  • 15:40
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ყაზახი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოები ეცნობიან

აჭარას სარეკლამო ტურის ფარგლებში ყაზახი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოები სტუმრობენ. ორდღიანი ვიზიტისას რეგიონის სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, მაღალმთიან აჭარასა და ტრადიციულ სამზარეულოს გაეცნობიან. ისინი ასევე შეხვდებიან ადგილობრივი ტურ სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და კავშირების დამყარების მიზნით.

სარეკლამო ტურის მონაწილეები ბათუმში ჩამოსვლამდე თბილისის ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. ისინი საქართველოში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ყაზახეთიდან სარეკლამო ტურის მოწყობა ყაზახური ავიაკომპანია „SCAT”–ის მიერ ბათუმში ქალაქ აქტაუდან დაგეგმილ ავიაფრენებს უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება. სარეკლამო ტურის მონაწილეებს შორის ავიაკომპანია „SCAT”–ის ვიცე პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების განყოფილებების უფროსებიც იმყოფებიან. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 18 მარტს დატოვებენ.

აჭარაში ყაზახი ტურისტების რაოდენობა მზარდია, რაც ერთის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ყაზახეთში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების დამსახურებაა. გასულ წელს რეგიონს 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით მეტი ყაზახი ტურისტი სტუმრობდა, მიმდინარე წელს კი დეპარტამენტი ამ ციფრის გაზრდას ვარაუდობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge