png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქობულეთს განახლებული სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება

  • საზოგადოება
  • 17.03.2016
  • 17:01
 ქობულეთს განახლებული სახანძრო-სამაშველო შენობა ექნება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქობულეთში სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნას დაესწრო.

განახლებული შენობის გახსნის ცერემონიას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სრული აღჭურვილობა დაათვალიერეს. ახლადგარემონტებული, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს.

ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება. მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენებაც გამართეს. მათ სიმაღლიდან „დაზარალებულის“ სპეციალური საკაცით ჩამოყვანისა და სიმაღლიდან სწრაფი დაშვების ოპერაცია განახორციელეს. „უსაფრთხოების საჭირო ზომები და წყალზე სამაშველო ზედამხედველობა ტურისტული რეგიონისათვის მართლაც რომ უმნიშვნელოვანესია.მოხარული ვარ, რომ ამ სერვისის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიახლოების საქმეში გვაქვს დიდი წინსვლა.

ბოლო სამი წლის მანძილზე რეგიონში ზღვაში დაღუპულთა მაჩვენებლების შემცირება შეინიშნება, რაც უპირველეს ყოვლისა გამართული სამაშველო სამსახურის დამსახურებაა“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ და სამაშველო სამსახურს მომავალშიც წარმატებები უსურვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge