png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

2015 წლის მსოფლიოს მეწარმე, მილიარდერი მოედ ალტრადი საქართველოშია

  • ეკონომიკა
  • 17.03.2016
  • 18:25
 2015 წლის მსოფლიოს მეწარმე, მილიარდერი მოედ ალტრადი საქართველოშია

17-18 მარტს თბილისს, ყოველწლიური კონკურსის ,,მსოფლიოს წლის მეწარმე“ 2015 წლის გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის პრეზიდენტი მოედ ალტრადი სტუმრობს. სირიული წარმოშობის ფრანგი მილიარდერი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ჩამოვიდა.

მოედ ალტრადი საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

სხვადასხვა კომპანიების შესყიდვისა და წარმოების ზრდის საშუალებით მოედ ალტრადმა საკუთარი ბიზნესი მთელ იმპერიად აქცია. გასულ წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში „ალტრად ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში 17, 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.

,,ბედუინი, რომელიც ბიზნესმენად იქცა“- ასე ახასიათებს მსოფლიო პრესა სირიის უდაბნოში დაბადებულ ფრანგ მოედ ალტრადს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

მწერლობის პარალელურად, 68 წლის მილიარდერი მოედ ალტრადი რაგბის დიდი ქომაგია. სწორედ ამიტომ მას სპორტულ სამყაროში ,,რაგბის ბედუინსაც“ უწოდებენ. მისი ვიზიტი საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარების მიმართულებითაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს ფრანგული რაგბის ელიტარულ გუნდს „მონპელიე“ და, ამავე დროს, მისი პრეზიდენტიც არის. თბილისში ვიზიტისას გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბთან „აია“.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის „აიას“ განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ

მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge