png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა

  • ეკონომიკა
  • 18.03.2016
  • 16:52
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა

საქართველოს ტექნოლოგიების პარკში (ტექნოპარკი) გამართულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიტყვით გამოვიდა და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტირების ხელშეწყობას“, - განაცხდა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების მოკლე ანგარიში წარადგინა. ოთარ დანელიამ მელიორაციის მიმართულებით ინოვაციური პროექტების, აგროდაზღვევის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსტენციო მომსახურების გაძლიერები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სასურსათო უსაფთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული დარგის განვითარებისთვის სამინისტროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge