png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების მონიტორინგი მკაცრდება

  • ეკონომიკა
  • 18.03.2016
  • 17:11
ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების მონიტორინგი მკაცრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლების ხარისხის სტანდარტები განსაზღვრა. „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება ან დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში მისი გაუმჯობესება დაევალათ. ამასთანავე, კომპანია ვალდებულია არ გააუარესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით. სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები - ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლები, შედგება ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI), ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსისა (SAIFI) და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობის ინდექსისგან (ENS). ინდექსები განსაზღვრულია „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ კომისიის 2009 წლის 4 ივნისის N9 დადგენილებით.“

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge