png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსთავის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 19.03.2016
  • 12:48
რუსთავის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

რუსთავში, ქალაქის მერის სათათბირო ორგანოს-,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს’’ პირველი შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერი დავით ჯიქია შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო საბჭოს უფლებამოსილებებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და აღნიშნა, რომ სათათბირო ორგანოს წევრები ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას.

დავით ჯიქიამ მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2015 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო’’ საქართველოს ორგანულ კანონში - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, 2015 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. კანონს დაემატა ახალი რეგულაციები, რომლითაც გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობაში.
სათათბირო ორგანოს 16-წევრიან შემადგენლობაში ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ბიუჯეტის, ქალაქის სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შერჩევასა თუ განხილვაში. საბჭოს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს მერიას და შემდგომ მათ განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა. 

მერის მრჩეველთა საბჭო, რომელიც კანონის თანახმად, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ იკრიბება, იხელმძღვანელებს დებულებით, სადაც განსაზღვრულია მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge