png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უსუფაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 19.03.2016
  • 14:08
უსუფაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტური წევრების შერჩევისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მადლობა მოახსენა კომისიის წევრებს აღნიშნულ საქმიანობაში გამოცხადებული თანხმობისთვის და იმ საქმისთვის, რასაც მეურვის კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინფორმაცია მიაწოდა და ის პროცედურებიც განმარტა, რაც კანდიდატის განაცხადის შემოტანიდან მის საბოლოო არჩევამდე ხორციელდება. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და კანდიდატების განაცხადები 30 მარტამდე მიიღება, ვადის დასრულების შემდეგ კი პარლამენტის სახელზე შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიას გადაეცემა.

კომისია თავის მხრივ 10 დღის ვადაში შეისწავლის კანდიდატების აპლიკაციებს და გასაუბრების შემდეგ პარლამენტს მეურვეობის 12 კანდიდატს წარუდგენს. შერჩეული კანდიდატებიდან სახალხო დამცველი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმრავლესობის გარეთ არსებული პოლიტიკური ჯგუფები მათთვის მისაღებ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს, სადაც მათი საბოლოო არჩევა მოხდება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭოში ჩატარებული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ არსებული ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან სამი მათგანი ექვსი წლით, ხოლო ერთი კი ოთხი წლის ვადით აირჩევა. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკონკურსო კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, რომელზეც კომისიის დებულების პროექტი და კომისიის ხელმძღვანელი, არნოლდ სტეფანიანი იქნა არჩეული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა 16 მარტის პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა. კომისიის წევრებად ზაალ ანჯაფარიძე, ავთანდილ არაბული, პაატა ვეშაპიძე, ნათია კაპანაძე, მაია კობახიძე, პაატა ნაცვლიშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ლელა ხომერიკი და თამაზ ჯოლოგუა დასახელდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge