png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„Моя планета“ - ს გადამღები ჯგუფი აჭარული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს

  • ეკონომიკა
  • 21.03.2016
  • 11:55
„Моя планета“ - ს გადამღები ჯგუფი აჭარული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს

აჭარული სამზარეულოს შესახებ პოპულარული რუსული ტელეარხი „Моя планета“ 30 წუთიან გადაცემას ამზადებს. ტელეარხზე ცნობილი გადაცემის Планета вкусов   გადამღები ჯგუფი სამი დღით ბათუმში იმყოფებოდა. მათ აჭარული ხაჭაპურისა და სხვა ცნობილი ადგილობრივი კერძების დამზადების პროცესი გადაიღეს. გარდა ამისა, გაეცნენ აჭარის ტურისტულ პოტენციალს და ფილმში ქალაქის ღირსშესანიშნაობებზეც ისაუბრებენ. დოკუმენტური ფილმის სცენარის მიხედვით გადაცემის წამყვანი ანტონ ზაიცევი მაყურებელს აჭარული ხაჭაპურის, ბორანის, სინორის, კაიმაღისა და კეფალის აჭარულად მომზადებას ასწავლის და პარალელურად კერძების შექმნისა და ბათუმის ისტორიის შესახებ ესაუბრება. ის ქალაქის სავიზიტო ადგილებიდან აკეთებს ჩართვებს და მაღალმთიან აჭარასაც სტუმრობს, სადაც აჭარული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიებს აკვირდება. გადაცემა  „Планета вкусов“   ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ბალტიის პირეთში გადაიცემა და არხის 23 მილიონიან აუდიტორიაში პოპულარობით სარგებლობს.  

ტელეკანალ „Моя планета“-ს გადამღები ჯგუფი აჭარას სარეკლამო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წლიდან დაიწყო სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობებები რუსეთის ფედერაციაში, რაც  პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, სხვადასხვა პიარ აქტივობებსა და ონლაინ რეკლამებს ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge