png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს

  • ეკონომიკა
  • 21.03.2016
  • 17:13
მსოფლიო ბანკი  საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ. აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად.

GENIE პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იქნება. სააგენტო დაინტერესებულია პროექტის ფარგლებში ციფრულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საწარმოების შექმნით, ინოვატორების აღმოჩენით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებით სოფლის მეურნეობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ინოვაციური საქმიანობისგან.

„პროექტი გააფართოებს იმ ადამიანების და ფირმების ჩართულობას გლობალური ინოვაციის და ცოდნის ეკონომიკაში, რომლებიც აქამდე მოწყვეტილნი იყვნენ ამ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სოფლად. GENIE შექმნის კეთილდღეობის პერსპექტივას ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე დაყრდნობით“- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

GENIE  პროექტის ძირითადი ამოცანაა ფირმების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა,  ციფრულ  ეკონომიკაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ინოვაციის რეგიონულ და სათემო ცენტრებში ინვესტირებით, შინამეურნეობებისა და მცირე ბიზნესკომპანიებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდით, საწარმოებისთვის მეტი ინოვაციური უნარების შეძენით და ინოვატორებისთვის დაფინანსებასთან წვდომის გაზრდით. ეს პროექტი „მსოფლიო ბანკსა“ და საქართველოს შორის პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და თანხვედრაშია ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანთან, რაც სამუშაო ადგილების ზრდას გულისხმობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.

„GENIE წარმოადგენს „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას, რომლის განმავლობაში ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. განხორციელდება ინვესტიცია სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციის პოტენციალის, ადამიანური კაპიტალის და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად“,  - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი.

პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, GENIE-ს მთავარი მიზანი დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ინოვატორების და ფირმების დაკავშირება იქნება გლობალური ვაჭრობისა და ცოდნის ქსელებთან. 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინოვაციური ეკოსისტემები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელება და შედეგად განავითარებს მცირე ბიზნესს, შექმნის ახალ, კარგ სამუშაო ადგილებს, ინოვაციურ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობა,“  - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და კერძო სექტორის განვითარების უფროსმა სპეციალისტმა, თომას ჰევენმა.

საქართველოს მთავრობა GENIE-ს მიერ ხელშეწყობილ საქმიანობას განვიხილავს როგორც კრიტიკულს უწყვეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რამდენადაც ის დააჩქარებს ბიზნესების და ადამიანების ინოვაციურ საქმიანობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge