png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ნიკორა ტრეიდის“ მიერ კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება დადებითად შეაფასა

  • ეკონომიკა
  • 21.03.2016
  • 17:21
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ნიკორა ტრეიდის“ მიერ კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება დადებითად შეაფასა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო საინფორმაციო ბრიფინგს, რომელიც შპს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას შეეხო. ფასიანი ქაღალდების განთავსება განახორციელა სს „გალტ ენდ თაგარტმა“. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 10.50%-დან 11%-მდე ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ.

საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარეს სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა და „გალტ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.    

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი რეფორმაა. მისი თქმით, კომპანიებს ამით ეძლებათ შესაძლებლობა, მოახდინონ დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „ნიკორა ტრეიდის“ მიერ კორპორატიული ობლიგაციების გამოშვების ფაქტი და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს კიდევ ერთი გამჭვირვალე ფინანსების მქონე კომპანია შეემატა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია კაპიტალის ბაზრის რეფორმის სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის სხდომაზე უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge