png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 21.03.2016
  • 17:25
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დადებით სავაჭრო დინამიკაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს. მისი განცხადებით, ევროკავშირი, როგორც ქვეყანათა ჯგუფი, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 28 პროცენტი. ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, მხარეები ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ.

მხარეებმა ისაუბრეს იმ აგროპროდუქციაზე, რომლის ექსპორტიც უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირი ბაზარზე. მათ შორის, დასახელდა თევზი და თაფლი. ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,  არსებობს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც ცალკეულმა კომპანიებმა საწარმოები სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოიტანეს, რათა ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი პროდუქციის ექსპორტი განეხორციელებინათ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ახორციელებს. მათ შორის, საუბარი წარიმართა  DCFTA-ის ხელშეწყობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტის შემცველი სესხის გაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.

შეღავათიან სესხს ბიზნესი კომერციული ბანკებისგან მიიღებს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ბანკების პარტნიორები იქნებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს ხვალ დატოვებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge