png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსთავის მერი სტრასტბურგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

  • საზოგადოება
  • 22.03.2016
  • 13:43
 რუსთავის მერი სტრასტბურგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია მიმდინარეობს. შეხვედრას რუსთავის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALA) პრეზიდენტი დავით ჯიქია და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებიან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ასევე რუსთავის საკრებულოს წევრები - მერაბ სულაბერიძე, მამუკა მიქაუტაძე და ფიქრია ავალიანი. 2016 წლის კონგრესის მთავარი თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სესიაზე განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში.

სესიაზე ასევე იმსჯელებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, სამომავლო აქტივობებზე. სესიის დაწყებამდე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის მერი დავით ჯიქია ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას დაესწრო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მათ შორის, აღსანიშნავია ვორქშოფი - "მერები - ლიდერები ცვლილებებისათვის", რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი წარმატებით განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge