png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჯორჯ ველტონი: ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 14:52
ჯორჯ ველტონი: ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი მოგების გადასახადის რეფორმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წაახალისებს ქვეყანაში რეინვესტირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდება გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაც.

„ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია,“ - განაცხადა ჯორჯ ველტონმა.

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციებთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, სამინისტროს ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან სამაგალითო იყო.

„ასევე დიდი მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს წინადადებებს რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნის საფუძველზე ამ ვადამ გადაიწია 2017 წლის 1 იანვარს. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს გადამხდელთა მოსაზრებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ის ფაქტი, რომ ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის,“ - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge