png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ

  • სამართალი
  • 22.03.2016
  • 15:48
აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი დღეს N8 დაწესებულებას ესტუმრა, სადაც აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს  ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის სახელით საჩუქრები გადასცა.

„ნორვუზ-ბაირამი ახალი წლის მოსვლასთან და გაზაფხულთან ასოცირდება.  მინდა ყველას მივულოცო საქართველოში ნოვრუზ-ბაირამობა და დავარწმუნო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს შეუწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადოდ აღინიშნოს მსგავსი დღესასწაულები“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის და საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელიც სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შედგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობაზე და ბაირამობის დღესასწაულზე დაწესებულებებში ტკბილეულობის შეტანის საკითხებზეც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ისევე, როგორც ყველა მუსლიმს და სხვა აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებს, დღესასწაულების აღნიშვნისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდავად ეძლევათ.

საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებაში სულ 43 აზერბაიჯანელი მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფება. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge