png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირმა ქავთარაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

  • ეკონომიკა
  • 22.03.2016
  • 16:12
ირმა ქავთარაძემ მცირე და საშუალო მეწარმეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიიის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის განათლების ფონდის (EFT) ორგანიზებით 22 მარტს სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში - 2016“, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიისა 2016 – 2020 წლებისთვის“ და 2016 -2017 წლებში აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. 

ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო-ექსპერტული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

აუდიტორიას მისასალმებელით სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და OECD-ის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელმა ანტონიო სომმამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ირმა ქავთარაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რის გამოც, მისი პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა OECD-ის ბოლო კვლევაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ინდექსის თანახმად, საქართველოს კვლევის 12 კომპონენტიდან 7-ში მოწინავე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის კი პირველ პოზიციაზე.

კვლევის თანახმად, საქართველომ განახორციელა ცვლილებები სხვადასხვა  მიმართულებით (მათ შორის. მცირე და საშუალო ბიზნესის საინოვაციო პოლიტიკა და გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საკითხები). მიუხედავად საგარეო შოკებისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, მიმზიდველი ბიზნეს-გარემო და გამარტივებული რეგულაციები და პროცედურები. საქართველომ გააფართოვა მიდგომა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად და განახორციელა მიზნობრივი ღონისძიებები, მათ შორის:

  • შეიქმნა ორი ახალი ინსტიტუცია - მეწარმეობის განვითარების და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოები, რომელთა მიზანია მეწარმეებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, ინოვაციების და ექსპორტის ხელშეწყობა და სხვა;
  • მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რიგ მაჩვენებლებში, მათ შორის: ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები;
  • 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია DCFTA, რომელიც წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ევროპული ნორმების დანერგვას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მათ ჩაბმას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.

ერთობლივ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016 – 2020 წლებისათვის და მისი სამოქმედო გეგმის (2016 – 2017 წლებისათვის) პრეზენტაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ ბიზნესში დიდი წილი უკავია და ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50 პროცენტზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს კერძო სექტორში. რაც შეეხება საქართველოს, სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და ხელს უწყობს მისი კონკურენტუნარიობის ამაღლებას. მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ  DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

წინამდებარე სტრატეგიის, რომელიც ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტის „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First ) პრინციპს, მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სტრატეგიაში დასახულია მიზნები, რომელთა მიღწევა უნდა მოხდეს 2020 წლისთვის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge