png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების ახალი ეტაპი დაიწყო

  • სამართალი
  • 24.03.2016
  • 16:23
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების ახალი ეტაპი დაიწყო

დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე  სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში წარმატებულ კანდიდატებს შეხვდნენ, კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2015 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა 1364-მა მსურველმა მიიღო. სამეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 62 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. სტაჟიორებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება წარმოადგენს. კანდიდატთა შერჩევა მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე მოხდა. კანდიდატები სტაჟირების პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. მათი ინტენსიური გადამზადების კურსი მიმდინარე წლის 28 მარტიდან დაიწყება და თვენახევრის  განმავლობაში გაგრძელდება. სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო გამოსვლებისა და სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ თემებთან დაკავშირებით. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში განაწილდებიან და ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა სტაჟირების კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. დღეის მდგომარეობით, პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული 452 პროკურორიდან - 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან - 47  სტაჟირებაგავლილი პირია. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირებით დაიწყეს კარიერა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მთავარი პროკურორის მოადგილემ, დეპარტამენტის უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა, სამმართველოს უფროსებმა, საოლქო და რაიონულმა პროკურორებმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge