png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოჯახური და პირადი საიდუმლოს ხელყოფა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

  • სამართალი
  • 24.03.2016
  • 16:40
 ოჯახური და პირადი საიდუმლოს ხელყოფა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენის პარალელურად, ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა მის მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში და ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ოჯახური და პირადი საიდუმლოს ხელყოფა გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში, შესაბამისად გაიზრდება სასჯელიც.

პროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 157-ე მუხლიდან პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნა ხდება.

კერძოდ, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. პროექტით. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

ასევე, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

თუკი აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.

თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge