png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ზვიად მიხანაშვილი და თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ

  • საზოგადოება
  • 24.03.2016
  • 16:45
ზვიად მიხანაშვილი და თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაწესებულების სამედიცინო განყოფილება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ . შეხვედრაზე სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ორ ექიმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრისგან  კახა კახიშვილისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა  დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „N19 დაწესებულების ექიმების საქმიანობას დიდ მნიშველობას ვანიჭებთ.  ისინი მაღალ  დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელიც  საქართველოში ტუბერკულოზს ებრძვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძრვანელის თამთა დემურიშვილის განცხადებით, გასული წლიდან N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება GENEXPERT-ის აპარატით.

„დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობს 67 პაციენტი, წინა წლებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით. მათ შორისააა „GENEXPERT”-ის აპარატი, რომლის საშუალებითაც 24 საათში ხდება  დიაგნოზის დადგენა,“-განაცხადა თამთა დემურიშვილმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge