png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანია საქართველოს, დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

  • ეკონომიკა
  • 25.03.2016
  • 11:04
საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანია საქართველოს,  დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  საქართველოს მთავრობას,  დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, თანხა მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის,  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„გარდა ამისა, დაფინანსდება ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება,“–აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.

"
ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას,“–განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების  მომზადება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge