png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არჩილ ხაბაძემ გიორგი ერმაკოვთან ერთად, ე.წ “ჭაობის დასახლებაში” ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

  • საზოგადოება
  • 25.03.2016
  • 14:27
არჩილ ხაბაძემ გიორგი ერმაკოვთან ერთად, ე.წ “ჭაობის დასახლებაში” ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, ე.წ “ჭაობის დასახლებაში” ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

სამუშაოები ერთდროულად 5 ბრიგადის მიერ ხორციელდება. პროექტის ღირებულებაა 18 941 041 ლარია, დასრულების საბოლოო ვადა კი 2018 წელი. საერთო ჯამში მოეწყობა 10 კმ-მდე ქუჩა, დაეგება დაახლოებით 120000 კვ.მ. ასფალტის საფარი.

მთლიანად პროექტის ფარგლებში განხორციელდება 25 ქუჩის და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მათ შორის 19 ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთი მოასფალტება - ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე. ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, იგება 2 შრიანი დეკორატიული ფილები სადაც გათვალისწინებულია ველო ბილიკი და უსინათლოთა ბილიკები. ყველა ქუჩა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის.

ასფალტის საფარი იგება ასევე, პუშკინის ქუჩაზე - ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე და ლერმონტოვის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე, პარალელურად ქუჩის ამ მონაკვეთებში მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობისა და ფილების დაგების სამუშაოები.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულდა თაყაიშვილის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე ნაწილში, ასევე დასრულებულია სანიაღვრე სისტემების მოწყობა პუშკინის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, თაყაიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ს. ხიმშიაშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, დარჩენილია გვერდითი მიმღები ჭების მოწყობა და დაერთება ცენტრალურ სანიაღვრე არხთან.
სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7“, ქვეკონტრაქტორები შპს „გზები“, შპს „ბონდი-2009“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge