png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

28 მარტს, BFA-ს მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

  • საზოგადოება
  • 26.03.2016
  • 11:09
28 მარტს, BFA-ს მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

28 მარტს, 11:00-13:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ორგანიზებით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, პარლამენტში გაიმართება Smart Campaign-ის და გლობალური სტრატეგიული კონსალტინგის სფეროში ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის - Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია - ''მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში: განვითარების შესაძლებლობის მქონე პასუხისმგებლიანი ბაზარი'' (იანვარი, 2016).

 პრეზენტაციას წარმოადგენს Smart Campaign-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვანი სპეციალისტი დენიელ ბოლსონი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში განხორციელებული კვლევის პროცესში.

 Smart Campaign-ი მსოფლიო მოძრაობას წარმოადგენს, რომლის მიზანია მიკროსაფინანსო სექტორის ლიდერთა გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო: მოუფრთხილდნენ კლიენტებს, როგორც ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალას.

რამდენიმე წლის წინ, Smart Campaign- ის მიერ საფინანსო სექტორში კლიენტის დაცვის პრინციპების დანერგვის მიზნით ჩატარებულმა მსოფლიო კამპანიამ ცხადი გახადა, რომ ამ თემაზე დისკუსიას აკლდა ერთი უმნიშვნელოვანესი ხმა - თავად კლიენტის ხმა. აღნიშნული პრინციპების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი რისკების და პრობლემების გათვალისწინება, რომლებსაც მომხმარებლები ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობისას აწყდებიან. შესაბამისად, შემუშავდა პროექტი „კლიენტის ხმა“  იმისათვის, რომ მომხდარიყო ოთხი ბაზრის: ბენინის, საქართველოს, პაკისტანისა და პერუს ბაზრების კლიენტთა თვალსაზრისის შესწავლა.

პროექტის ყველა ფაზას ხელმძრვანელობდა Smart Campaign-ის მმართველი გუნდი, ასევე:

  • მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: World Bank, Inter-American Development Bank, Center for Financial Inclusion at Accion, George Mason University, Fletcher School at Tufts University; და
  • მრჩეველთა ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), CGAP, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები.

კვლევის მიზანი იყო იმის გაგება, თუ რას მიიჩნევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები პრობლემურად და რას უყურებენ დადებითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებაში.

ანგარიშში წარმოდგენილია ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის ძირითადი დასკვნები, კლიენტის დაცვის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლები საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სინამდვილეში საკმაოდ იშვიათია უკიდურესი და აშკარად ცუდი მოპყრობის მაგალითები, რომლებიც ესოდენ ხშირად გვხვდება სხვა ბაზრებზე. თუმცა, ასეთი წარმატების მიუხედავად, კლიენტების დაცვას საქართველოში კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, რადგან არსებობს ძნელად შესამჩნევი პრობლემები, რომლებიც კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ყველაზე უფრო გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობას.

გარდა პრობლემების ანალიზისა, ანგარიში ასევე შეიცავს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს დარგმა მომხმარებლის დაცვის უფრო ფუნქციური ეკოსისტემის წასახალისებლად. Smart Campaign-ი მიიჩნევს, რომ ყველა მოთამაშეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია კლიენტის დაცვის კულტურის შექმნაში და გვთავაზობს გაუმჯობესების სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს.

ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის წევრები, მათ შორის ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge