png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მეფუტკრე კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა

  • საზოგადოება
  • 26.03.2016
  • 11:37
მეფუტკრე კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ქ.ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა.

ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს გააცნეს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი სტანდარტები და მოთხოვნები. აგრეთვე ის ახალი რეგულაციები, რომლებიც განხორციელდა ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. 2015 წლიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი , რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. დადგინდა მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თაფლში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ჩამონათვალი.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

აღინიშნა რომ მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები მიზნად ისახავს დარგის სტიმულირებას, ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებას და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრი მსგავსი ღონისძიებების  ჩატარებას გეგმავს საქართველოს ყველა რეგიონში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge