png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გერმანიისა და ლონდონის პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს

  • სამართალი
  • 26.03.2016
  • 11:23
გერმანიისა და ლონდონის პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ხოაკიმ კერსტენმა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მორის პანჩიმ საჯარო ლექცია თემაზე - „პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში“ წაიკითხეს. ღონისძიებას შსს-ს აკადემიისა და ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, შსს-ს დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ლექციაზე პროფესორმა მორის პანჩიმ ყურადღება განსხვავებული მოდელის საპოლიციო სისტემებზე გაამახვილა. პროფესორი ხოაკიმ კერსტენი მსმენელებს, გერმანიის მაგალითზე, მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურული ტრადიციებისა და გენდერული თავისებურებების საკითხებზე ესაუბრა.
უცხოელმა პროფესორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრაც გამართეს, თემაზე - „პოლიციის სისტემები და ანგარიშვალდებულება“. მათ შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო სისტემებთან დაკავშირებით თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სამუშაო შეხვედრაში შსს-ს აკადემიის, შსს-ს მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge