png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის მერის მოადგილემ ინტელექტუალურ - საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 26.03.2016
  • 14:39
 თბილისის მერის მოადგილემ  ინტელექტუალურ - საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულები  დააჯილდოვა

კონკურსში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება“  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა 27 პროექტით გაიმარჯვეს. 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და ახალი კონკურსი გამოაცხადა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი.

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა კიდევ უფრო ხარისხიანი ფორმალური განათლება მიიღონ და  დედაქალაქის სკოლებში  არაფორმალური განათლების შესაძლებლობა გაფართოვდეს.

პირველი კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების, სასკოლო კლუბებისა  და საინიციატივო ჯგუფების, 3000-ზე მეტი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი მონაწილეობდა. ახალი კონკურსისთვის, აპლიკაციების მიღება 15 აპრილამდე გაგრძელდება.

კონკურსი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურმა პირველად  2015 წელს გამოაცხადა და შემდეგ თემებს მოიცავს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა; ახალგაზრდა მეცნიერები; თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები; სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; დემოკრატიული გარემოს მშენებლობა სკოლებში; კულტურა და ხელოვნება; ძალადობისაგან თავისუფალი სკოლა; ეკოლოგია და გარემოს დაცვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge