png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

9 საინტერესო ფაქტი ტყის ხანძრების შესახებ

  • საზოგადოება
  • 29.03.2016
  • 11:35
9 საინტერესო ფაქტი ტყის ხანძრების შესახებ

ზაფხული გვიახლოვდება და თბება; ამასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროებაც. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამა, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში  ხორციელდება, წარმოგიდგენთ 9 ფაქტს ტყის ხანძრების შესახებ.

  1. ძველად საქართველოში ტყის ხანძრები შედარებით იშვიათად ჩნდებოდა და მათი მასშტაბიც უფრო მცირე იყო: წელიწადში სულ რამდენიმე ჰექტარი ზიანდებოდა. ბოლო წლებში ხანძრების პრობლემა გამწვავდა. ახლა კი, ყოველწლიურად ტყით დაფარული ტერიტორიის ასობით ჰექტარი ხვდება ხანძრების ზემოქმედების ქვეშ.
  2. კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე ძვრები ამინდის ფორმირებაში (გახანგრძლივებული გვალვები და გაზრდილი საშუალო ტემპერატურა) ზრდის ტყის ხანძრების ალბათობას.
  3. ტყის ხანძრების სეზონი საქართველოში (პერიოდი, როდესაც ხანძრის გაჩენის ალბათობა უმაღლესია), ჩვეულებრივ, ზაფხულის თვეებს მოიცავს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია.
  4. ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორებიდან უმთავრესია მეხის დაცემა. მეხი განსაკუთრებით ხშირად აჩენს ხანძარს მშრალ რეგიონებში - იქ, სადაც შეიძლება იყოს ძლიერი ჭექა-ქუხილი მაგრამ ამ დროს ნალექი ატმოსფეროშივე ორთქლდებოდეს და მიწის ზედაპირს ვერ აღწევდეს. მეხის დაცემით ტყის ხანძრების დაახლოებით 7-10% ჩნდება.
  5. მეხის დაცემით ხანძრის გაჩენა გაცილებით უფრო მოსალოდნელია გადაბერებულ ტყეებში, სადაც ბევრი გამხმარი ხეა. ამიტომ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ხანძრები მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ფუნქციას ასრულებს: ისინი ტყის აღდგენა-გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.
  6. წიწვოვანი ტყეები (ფიჭვი, ნაძვი) უფრო მოწყვლადია ხანძრების მიმართ, ვიდრე ფოთლოვანი.
  7. ტყის ხანძრების უმრავლესობას ადამიანი იწვევს. ხშირია ხანძრის გაჩენა უქმე დღეებში, როდესაც მეტი ადამიანი გადის ტყეში დასასვენებლად. ბოლომდე ჩაუმქრალი კოცონი, ტყის ბილიკზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი, სანთებელებით მოთამაშე ბავშვები - ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ხანძრის მიზეზი. ადამიანის მიერ გამოწვეულმა ხანძარმა შესაძლოა შეცვალოს ტყის ბუნებრივი განვითარების (სუქცესიის) დინამიკა. მოსალოდნელია, რომ ამგვარი ხანძრის შედეგად დაირღვეს და ათწლეულების განმავლობაში აღარ აღდგეს ტყის ოპტიმალური (გარემო ფაქტორებთან ადაპტირებული) სახეობრივი შემადგენლობა.
  8. ტყეში დაყრილმა ნაგავმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ხანძარი. განსაკუთრებით სახიფათოა ცარიელი შუშის ბოთლები. მზის სხივების ქვეშ ბოთლი ლინზის მსგავსად მოქმედებს და ცეცხლს აჩენს. ცხადია, იგივე ეფექტი აქვს ძლიერი ლინზების მქონე ნებისმიერ მოწყობილობას. მზის გულზე საათობით დატოვებული ფოტოაპარატის ლინზას შეუძლია ხანძრის გაჩენა. ამოტომ აპარატი გამოყენების შემდეგ შალითაში უნდა მოთავსდეს.
  9. ძალიან ხშირია ხანძრის გაჩენა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ბალახისთვის ცეცხლის წაკიდებისგან. ბევრს სჯერა, რომ ძველი ბალახის დაწვის შემთხვევაში გაზაფხულზე ახალი ბალახი უფრო კარგად გაიზრდება. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი, რადგან ცეცხლით გამთბარ მიწაზე ბალახი მართლაც უფრო სწრაფად იწყებს ამოწვერას. მაგრამ ეს დროებითი ეფექტია და მოგვიანებით ბალახის ზრდა ფერხდება, რადგან ცეცხლი შლის მიწაში არსებულ ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას და ამცირებს ნიადაგის პროდუქტიულობას.

ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამა შვიდ ქვეყანას ეხმარება სატყეო მეურნეობის უკეთ გაძღოლაში. ესენია აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, რომელთა ტერიტორიებზე ერთობლივად არსებული ტყე მსოფლიოს ტყეების 20%-ს შეადგენს.

ტყის სექტორში კანონმდებლობის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს. მისი განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი. ეს პროგრამა აერთიანებს მონაწილე ქვეყნების მთავრობებს, ტყის განმკარგავ უწყებებს, მეტყევეებს, ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტებით დაინტერესებულ კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გარემოს შესახებ ცოდნის გამავრცელებლებს და ტყეზე დამოკიდებულ სოფლად მოსახლე თემებს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.enpi-fleg.org.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge