png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ მაჭავარიანი: მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა

  • პოლიტიკა
  • 29.03.2016
  • 12:17
მიხეილ მაჭავარიანი: მთავრობამ მოსახლეობა მოატყუა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2016 წლის დასაწყისიდან (თებერვლიდან) მთავრობამ კიდევ ერთხელ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ ესტონური მოდელის გათვალისწინებით მოგების გადასახადის რეფორმირებას განახორციელებდა და 2016 წლის ივლისიდან.

„მთავრობა მოსახლეობას დაპირდა, რომ ესტონური მოდელის მიხედვით, მეწარმეებისთვის გაუქმდებოდა: მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება, შეიცვლებოდა ძირითადი საშუალების იმპორტისას დამატებული ღირებულების გადასახადისვადები; გადამხდელთა ნაწილს ჩამოეწერებოდა 2 მლრდ ლარამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხები.

ზემოაღნიშნული პრინციპები დღემდე იმიტომ არ არის განხორციელებული, იმიტომ რომმთავრობამ არ ისურვა ბიუჯეტში საკუთარი ფუფუნებისთვის გათვალისწინებული თანხების 400 მლნ. ლარით შემცირება მიმდინარე წელს და ამ თანხების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პენსიონერებისათვის გადაცემა;

არსებული სახით კანონპროექტის მიღება ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იგი არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვადასხვა დარგს, ურთულებდა მათ საქმიანობას ყოველთვიურ დეკლარირებაზე გადასვლით;

მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა საკუთარი დაშვებული შეცდომები, პირიქით ბიზნეს გადააბრალა ამ კანონპროექტის 2017 წლიდან ამოქმედება.ჩვენი აზრით მთავრობის ეს შეთავაზება არ იყო ის, რასაც ბიზნესი მოელოდა, პირიქით ის აუარესებდა ბიზნესმენების მდგომარეობას და სწორედ ამიტომ მოითხოვა ბიზნესმა ამ კანონპროექტის გადადება.

მთავრობა 2016 წლიდან აღარ ასრულებს კიდევ ერთ დანაპირებს ნახევარ მილიონამდე გაჭირვებული მოსახლეობისათვის, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს. აღარ უბრუნებს მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით გადახდილ 125-131 მლნ. ლარს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს არსებული ინფლაციის, გაძვირებული საქონლის და გაუფასურებული ვალუტის ფონზე.

მთავრობამ საერთოდ დაივიწყა მათ მიერ საჯაროდ დაანონსებული ბიზნესის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება და დღემდე კანონპროექტის სახითაც არცარ შეუთავაზებია პარლამენტისათვის კანონპროექტირომლის მიხედვითაც შემსუბუქდებოდა სასჯელი ეკონომიკურ დანაშაულზე.

შეგახსენებთ რომ 2012 წლიდან მთავრობა ბიუჯეტს ავსებს მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთების ხარჯზე და 2017 წელსაც ამ მთავრობის პოპულისტური დანაპირებებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ზოგიერთი გადასახადის განაკვეთების ზრდა”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge