png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

30-31 მარტსს, თბილისში სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი

  • პოლიტიკა
  • 29.03.2016
  • 17:31
30-31 მარტსს, თბილისში  სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი

30 მარტს 10:30 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნიმდ“-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მიერ ორგანიზებულ „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმს გახსნის.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი და ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აიმერტ ვან მიდელკოოპი. ღონისძიებას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები

ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდა პოლიტიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ჰოლანდიიდან განიხილავენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობისას მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო გამოწვევებს.

ფორუმის უნიკალური ფორმატი შესაძლებლობას იძლევა შეკრიბოს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების ახალგაზრდა პოლიტიკოსები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და უკრაინიდან. ფორუმი არის კრიტიკული პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის რეგიონის პოლიტიკური ელიტის მომავალ წარმომადგენლებს შორის.

ფორუმის მთავარი განსახილველი თემები:

  • საარჩევნო სისტემები და საკონსტიტუციო ცვლილებები
  • საარჩევნო კამპანიის წარმართვა და მედიის როლი დემოკრატიულ პროცესებში
  • ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

 სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში (ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) 30-31 მარტს გაიმართება. ფორუმი ყოველწლიურია და თბილისში „ნიმდ“-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge