png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„მაგთიკომმა“ „ბილაინს“ აჯობა და „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი ხდება

  • პოლიტიკა
  • 29.03.2016
  • 18:17
„მაგთიკომმა“   „ბილაინს“ აჯობა და „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი ხდება

„მაგთიკომი“  „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი ხდება. როგორც კომპანიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, შეწყვეტილი მოლაპარაკება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე წლის მარტის თვეში კვლავ განახლდა  და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც საფუძვლად დაედება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას.

"დღეს, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს “კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან  მოლაპარაკების შეწყვეტას.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან კავკასუს ონლაინის აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისაგან შესაბამისი  წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.  

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე.  აქტივების გადმოცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს  წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ  საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი“, გადმორთვის პროცესი  განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge