png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პიტერ სიიარტო: "ევროპის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა"

  • პოლიტიკა
  • 30.03.2016
  • 11:26
პიტერ სიიარტო: "ევროპის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა"

"ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატო-ს ან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი დღეს  იზოლაცია იქნებოდა. პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ღია ახალი პარტნიორობებისა და ახალი ალიანსებისთვის, და სწორედ ახლა უნდა ვიზრუნოთ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოებაზე"-ამის შესახებ უნგრეთის საგqრეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეფასებით, დღეს ევროპული უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რის ფონზეც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებას.  პიტერ სიიარტოს შეფასებით ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ უსაფრთხოების ამ სტრუქტურების წევრები, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რადგან დღეს ევროპისთვის საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ "რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გაძლიერდება".

"უნგრეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედაც რომ დამატებითი არგუმენტია ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ. არასდროს  ყოფილა ალიანსების გაძლიერება და  მეგობრობის განმტკიცება უფრო დროული, ვიდრე დღეს არის, და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ჩვენი  მეგობრები გაურკვევლობაში არ უნდა დავტოვოთ. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს ის ქვეყანაა, რომელიც მზადაა გადადგას მომდევნო ნაბიჯები როგორც  ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით.  უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არაა მხოლოდ გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნის ინტერესებში, არამედ  ალიანსისა და ევროკავშირის ინტერესებსაც ემსახურება"- განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს სტუმრობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge