png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოკლე დროში ამოქმედდეს

  • პოლიტიკა
  • 30.03.2016
  • 15:21
ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი  მოკლე დროში ამოქმედდეს

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან ჟოლტ შემიენთან.

შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო  ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 

ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ემხრობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს, როგორც საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წარმატებული პარტნიორობისთვის რაც ქვეყნებს შორის სექტორულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო უნგრეთს ევროპულ სივრცეში ერთერთ მთავარ პარტნიორად განიხილავს, ისევე როგორც უნგრეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი დასაყრდენია რეგიონში სვაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძე ჟოლტ შემიენს ესაუბრა საქართველოში მიმდინარე,  ევროპული დღის წესრიგით გათვალიწინებულ რეფორმებზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური და ეკონომიკური მიმართულებით. მისი განცხადებით ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება და მასთან ერთად თავისუფალი სვაჭრო სივრცის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მათ შორის,   უნგრეთთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.  მან ასევე ისაუბრა საქართველოს ჩართულობაზე ენერგეტიკულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია ევროპაში ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისთვის.   ყურადღება გამახვილდა  საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს უწყობს  სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge