png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

  • პოლიტიკა
  • 30.03.2016
  • 17:05
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

„ბირთვული უსაფრთხოების სამიტი - 2016“  31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი თეთრ სახლში  აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან - მათ შორის იაპონიის,  ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის,  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის  სახელმწიფოს ლიდერები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების - ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები.   სამიტს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის.

სამიტის მიზანი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ვაშინგტონში ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე  სამთავრობო  და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტთან.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

 ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge