png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მაია ბითაძე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

  • საზოგადოება
  • 30.03.2016
  • 17:46
მაია ბითაძე  ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ, როგორც ბირთვული უსაფრთხოების შერპამ საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღო ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელ შერპების მე-6 შეხვედრაში, რომელიც ქ. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი, ამერიკის შეერთებული შტატები) გაიმართა.

შერპების ხსენებული დასკვნითი შეხვედრის მიზანი იყო ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტთან დაკავშირებული უკანასკნელი დეტალების შეთანხმება. შესაბამისად, განიხილეს როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი საკითხები.

მაია ბითაძემ წარადგინა იმ ერთობლივი განცხადებების ჩამონათვალი, რომლებზე ხელმოწერითაც საქართველომ გამოხატა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებისა და ჩართულობის პოლიტიკური ნება. კერძოდ, საქართველო მიერთებულია ისეთ განცხადებებს, რომლებიც ითვალისწინებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად ეროვნული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ბირთვული ექსპერტიზის გაძლიერებას, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის შემცირებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ბირთვულ ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველო წარადგენს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ანგარიშს, რაც ასევე იყო შერპების მე-6 შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი საგანი. შერპებმა, იმავდროულად, მოისმინეს პრეზენტაცია ბირთვული მრეწველობის სამიტის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ, რაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარეობდა.

ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტი კი ხვალ, 31 მარტს გაიხსნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge