png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლატვია მზად არის გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირის საფინანსო შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებაში

  • პოლიტიკა
  • 31.03.2016
  • 14:32
ლატვია მზად არის გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირის საფინანსო შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებაში

30-31 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში  ქვეყნის ვიცე-პრემიერთან შეხვედრით დაიწყო. 

ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა არვილის ასერადენსისმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქმიან ვახშამზე უმასპინძლა.

ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სექტორში არსებული აქტიური თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მზარდი შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მხრივ ბოლო წლების განმალობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. როგორც ლატვიის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 10 % გაიზარდა და არსებობს ამ თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში დამატებითი შესაძლებლობები გააჩინა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმის ამოქმედებამ.

მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე. განსაკუთრებით ბიზნესის წამოწყების ე.წ. სტარტაპების ეფექტური მექანიზმის შექმნის მიმართულებით. ლატვიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროკავშირის ეკონომიურ და ფინანსურ პროგრამებში ჩართულობისა და ამ შესაძლებლობების უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით.

მინისტრებმა განიხილეს რეგიონული პროექტები, რომლებიც ქვეყნების სატრანსპორტო და ტრანზიტული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობას.

მიხეილ ჯანელიძემ გააცნო თავის ლატვიელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხ-პუნქტიანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, საგადასახადო რეფორმას და მეწარმეობის ხელშეწყობას, ღია მმართველობასა და ჩართულობას, განათლების სისტემის რეფორმას გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში უამრავ რეფორმას ახორციელებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რათა მოხდეს ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპის ეკონომიკურ სისტემაში. 

ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ლატვიელ კოლეგასთან, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ასევე გაიხსნება ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge