png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი ჟოზეფ დოლს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 31.03.2016
  • 17:20
 დავით უსუფაშვილი ჟოზეფ დოლს შეხვდა

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) პრეზიდენტს ჟოზეფ დოლს შეხვდა. 
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციაზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მიესალმება რჩევებს ქვეყნის მხარდამჭერი პარტნიორებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პარტიული პოზიციები და საუბარი სტანდარტების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არცერთ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ ორი საკითხის კავშირის შესახებ პოზიციას იგი ვერ გაიზიარებს.
ჟოზეფ დოლის განცხადებით, მისი დიდი სურვილია, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ არსებობს ვიზალიბერალიზაციის პროცედურა და ეცდება, რომ ამ პროცესში საქართველოს პრობლემა არ შეექმნას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არც ერთ ძალას, და ყველაზე მეტად რუსეთს, არ მიეცეს საარჩევნო პროცესებით მანიპულირების შესაძლებლობა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge