png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება

  • საზოგადოება
  • 01.04.2016
  • 16:41
აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

დ. აღმაშენებლის გამზირზე - დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების  ცენტრალური სისტემა,  სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე.

დ. აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი:

დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით.

დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ - კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ დ. აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც).

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით მოძრაობის შეფერხებისთვის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge