png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

  • პოლიტიკა
  • 01.04.2016
  • 18:54
 გიორგი კვირიკაშვილი ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

,,მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის უდიდესი პოლიტიკოსის ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო. იგი იმ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც მსოფლიოში მშვიდობას მიუძღვნეს თავისი მოღვაწეობა. 
ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერებით გაიხსენებს იმ თანადგომას, რომელიც ჰანს დიტრიხ გენშერმა გამოიჩინა საქართველოს მიმართ ჩვენთვის ყველაზე რთულ წლებში. საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს, დიდი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს”, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.  

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც დღეს მისმა პრესსამსახურმა გამოაცხადა, გარდაცვალების მიზეზად გულის დაავადება იქცა. გენშერმა, რომელიც სათავეში ედგა თავისუფალი დემოკრატების პარტიას, გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდხანს იმსახურა საგარეო საქმეთა მინისტრად. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ მოვლენებში, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის პროცესში. გენშერს ახლო მეგობრობა აკავშირებდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge