png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით „ახალი მზიურის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

  • საზოგადოება
  • 02.04.2016
  • 09:48
თიბისი ბანკის მხარდაჭერით „ახალი მზიურის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „ახალი მზიურის“ პროექტის ფარგლებში, მზიურის პარკის კეთილმოწყობისთვის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

მზიურის პარკს დღეს “ახალი  მზიურის“ პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძე, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე ესტუმრნენ და სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოყოფილი კედელი ბავშვებთან ერთად სიმბოლურად მოხატეს.

„ახალი მზიურის“ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და  მზიურის პარკს განახლებული სოციალური კაფე და ამფითეატრი შეემატება.

სოციალური კაფე არაკომერციული ხასიათის იქნება და მისი მოგება პარკსა და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარული დღე და სხვა) მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ, სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები და ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება.

თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელმაც „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭრის სურვილი გამოთქვა. ინიციატივის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. ბანკის მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 50 000 ლარი, მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და გამოცოცხლებას მოხმარდება.

თიბისი ბანკთან ერთად „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭერის სურვილი დედაქალაქის მერიამ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა  და რამდენიმე  კერძო კომპანიამ გამოთქვა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge