png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში ყოველთვიურად 1 446 ბავშვისა და მოზარდის სწავლებას აფინანსებს

  • საზოგადოება
  • 04.04.2016
  • 10:30
თბილისის მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში ყოველთვიურად 1 446  ბავშვისა და მოზარდის სწავლებას აფინანსებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების“ ქვეპროგრამის მიდინარეობის პროცესის გასაცნობად ერთ-ერთ საცურაო აუზს ეწვია.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქვეპროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 726 500 ლარია, რაც თვეში მაქსიმუმ 1446  ბავშვისა და მოზარდის დაფინანსებას ხმარდება.

პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით თბილისის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთაც საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დასაფინანსებლად თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. თბილისის მერია საცურაო აუზებში ერთი ბავშვის სწავლებას თვეში 70 ლარით აფინანსებს,  ფეხბურთს - 50 ლარით, ტანვარჯიშს - 35 ლარით, ხოლო სხვა სახეობებს - 30 ლარით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზში „sport time”, თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 116 ბავშვის სწავლება ფინანსდება. აღნიშნული საცურაო აუზის გარდა, თბილისში ბავშვებს 5 საცურაო აუზი ემსახურება, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მსურველები თავად ირჩევენ. სულ, საცურაო აუზებში თვეში მაქსიმუმ 700 ბავშვის სწავლება ფინანსდება.ვ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge