png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა

  • სამართალი
  • 04.04.2016
  • 12:11
საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის  მიერ გახსნილია  ქ.თბილისში, 2005 წლის 3 დეკემბერს  მომხდარი ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტი. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებული  გიორგი შალამბერიძე.

ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში  გამოძიება 2005 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე  ვერ იქნა გახსნილი. საქართველოს მთავარი  პროკურატურის  საგამოძიებო ნაწილმა აღნიშნულ სისხლის სამართლის  საქმეზე გამოძიება  2015 წლის მარტში განაახლა. საქმეზე დაიწყო ინტენსიური გამოძიება,  ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გარემოებები.

  გამოძიებით დადგინდა,  რომ  2005  წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე N17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას გიორგი შალამბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ირაკლი გურაბანიძეს ყელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი გურაბანიძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გიორგი შალამბერიძე,  2016 წლის 1 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.  მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge