png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირბთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ

  • პოლიტიკა
  • 05.04.2016
  • 10:40
გიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირბთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ  და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში,  ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც  უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილმა  სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა.

„დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო, კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული  რთული ვითარებიდან გამომდინარე,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებებზეც ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მსოფლიო თანამეგბრობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული, არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის და მსოფლიოს ნაწილის მიერ, არამედ მთელი  კაცობრიობის მიერ.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც  არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.

ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით - რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!

ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ  და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ  უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით  და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად! „ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge