png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რიკოთის გზის ალტერნატიული გზა აშენდება

  • საზოგადოება
  • 06.04.2016
  • 12:26
 რიკოთის გზის ალტერნატიული გზა აშენდება

სახელმწიფო აშენებს რიკოთის გზის ალტერნატიულ გზასაც, რომელიც ხარაგაულის მიმართულებით გაივლის და ზესტაფონს დაუკავშირდება, - განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა, გიორგი სეთურიძემ. მისი თქმით, სიგრზე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება.

"ორივე გზის სიგრზე დაახლოებით 54 კილომეტრი იქნება. დაიწყება ჩუმათელეთიდან და დასრულდება ზესტაფონის გასასვლელში. აშენდება არსებული გვირაბის პარალელური გვირაბი. გარდა ამისა კიდევ აშენდება 20 კილომეტრი საერთო სიგრძის სხვადასხვა გვირაბი, რომლის საშუალებით შევამოკლებთ გზას ქედების გარშემო", - აცხადებს სეთურიძე.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა რიკოთის გზის ალტერნატივა ტრანსპორტისთვის ფასიანი, რომლის შესაძლებლობაზეც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა, მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ჯერჯერობით ფასიანი გზის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ჯერჯერობით არ განიხილება, დასაშვები ყველაფერია. ამ ეტაპზე ყველა მონაკვეთი, რაც შენდება, იქ ფასიანი მონაკვეთები გათვალისწინებული არ არის", - ამბობს გიორგი სეთურიძე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველის თქმით, რიკოთის ახალი გზის პირველი მონაკვეთის - ჩუმათელეთი-ხევის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, ხოლო დარჩენილი სამი მონაკვეთის - ხევი-ზესტაფონის დაპროექტება მიმდინარე წელს დაიწყება, მშენებლობა კი 7-8 თვით გვიან, ვიდრე პირველი მონაკვეთი.

გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი, მეორეს კი აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი 20%-ია. პროექტი, რომელიც სავარაუდოდ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge