png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლიტვა მხარს უჭერს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას

  • პოლიტიკა
  • 07.04.2016
  • 10:21
ლიტვა მხარს უჭერს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან გამართა. მიხეილ ჯანელიძემ და ლინას ლინკევიჩუსმა ხაზი გაუსვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანიკური არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:  ვაჭრობა, განათლება და კულტურა.  კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის დინამიკა ყოველ წელს იზრდება. ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალ პოტენციალზეც.

განსაკუთრებით აღნიშნეს განათლების მიმართულებით ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს უმაღლესი განათლების პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვაში რამდენიმე ათეული ქართველი სტუდენტი სწავლობს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. ლინას ლინკევიჩუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მიმართულებით ლიტვის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მისი განცხადებით, საქართველო იმსახურებს მალე მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიიბერალიზაციის პროცესი მიმდნარე წლის ზაფხულში წარმატებით დასრულდება. ლინას ლინკევიჩუსმა მხარდაჭერა აღუთქვა თბილისს ნატოში ინტეგრაციის გზაზეც. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში სიტუაციის ბოლოდროინდელ ესკალაციას. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში მშვიდობის უზრნველყოფის მნიშვნელობა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ლიტვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტრიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მინისტრები მიესალმნენ ლიტვა-საქართველოს შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის არსებობას და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომა ვილნიუსში, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხელ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფაგლებში 2016 წლის 6-7 აპრილს შეხვედრებს გამართავს ასევე ლიტვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის საჯარო გამოსვლა ვილნიუსის უნივერსიტეტში თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge