png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

  • პოლიტიკა
  • 08.04.2016
  • 10:07
არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო თარიღი პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, სერიოზული მსჯელობის შედეგად  შეირჩა. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას და ე.წ. მრიცხველის ჩართვას, პრემიერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

„გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. არავისთვის იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები. მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მემგონი კარგის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა  საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნების თარიღი ყოფილიყო 8 ოქტომბერი,“– აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7–8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ არსებობს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge