png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„თბილსერვის ჯგუფმა“ სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოავლინა

  • სამართალი
  • 08.04.2016
  • 13:30
 „თბილსერვის ჯგუფმა“ სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოავლინა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, კონტროლს განაგრძობს - სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. გეგმიური ინსპექტირებისას „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, რამდენიმე ათეული სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ახორციელებდნენ.

„ჩვენს მიერ განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი პირები უკანონოდ ახორციელებდნენ, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სხვადასხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებას - გარემოზე ზიანის მიყენებას. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდამრღვევი პირი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დაჯარიმდა და მასალები შემდგომში რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებთან, მიმდინარეობს მოკვლევა. 

„მოვუწოდებ ყველა სამართალდამრღვევ პირს, რომ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ ნებადართულ ტერიტორიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, ვალდებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge