png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

  • საზოგადოება
  • 09.04.2016
  • 12:18
საქართველოს სახალხო დამცველმა სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

საქართველოს სახალხო  დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ქალბატონ ლეილანი ფაჰრას. მოწვევის მიზანია სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევათა ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველმა მოწვევის წერილში ისაუბრა იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით დგას სახელმწიფოში. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სამოქმედო გეგმა; არ არსებობს უსახლკარო პირების შესახებ მონაცემთა ბაზები, რის შედეგადაც უცნობია ქვეყანაში უსახლკარობის რეალური მასშტაბები; ეროვნულ დონეზე არსებული უსახლკარო პირის დეფინიცია არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სათანადო საცხოვრებლის უფლების ფარგლებში გათვალისწინებულ სუბიექტებს.

 

       

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge