png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 11.04.2016
  • 11:22
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ვიქტორ დოლიძის და ჰეიდი ჰაუტალას სამუშაო ვიზიტი შედგა. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აზერბაიჯანმა ცალმხრივად შეწყვიტა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა. რიგი მიზეზების გამო, ვიზიტი სწორედ იმ დღეებში შედგა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბახის გარშემო კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობდა.

აღნიშნული მიზეზების მიუხედავად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

„ჩვენი უპირველესი მიზანია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის პროცესში, აზერბაიჯანის უსწრაფესი დაბრუნება. ქვეყანაში მიმდინარე ურთულეს ვითარებაში, ჩვენი ბაქოში ვიზიტი დიდ მნიშვნელობას სძენს მოლაპარაკებების პროცეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და არა მხოლოდ, საერთაშორის სამართლის პრინციპების საფუძველზე, სახელმწიფოთა ტერტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უმთავრესი საფუძველი და ხელშეუხებელი თემაა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან კონსულტაციების გამართვის და თბილისში ან ბაქოში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

ჰეიდი ჰაუტალამ, პრობლემის მოსაგვარებლად, აზერბაიჯანულ მხარეს შესთავაზა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ დებატები 12 აპრილს, ევროპარლამენტში იქნება კორექტული, მით უფრო მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მოხსენებით გამოვა", - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

მასპინძელი მხარის წარმომადგენელთა თქმით, აზერბაიჯანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში თანამშრომლობის განვითარების პიონერი იყო თუმცა, მიაჩნიათ, რომ არაფერი თვისობრივი სარგებელი ამ პროცეს არ მოაქვს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტ შულცს რამდენიმე წერილი და მოსაზრება გაუგზავნა, რასაც რეაქცია არ მოჰყოლია. მისივე თქმით, აზერბაიჯანი სომხეთისგან განსხვავებით, არ აპირებს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ამავე დროს არ აპირებს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასაც. აზერბაიჯანს გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკა, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებას, მათთან ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს.

ა.წ. 12 აპრილს, მთიანი ყარაბახის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი, რამაც შესაძლოა გადამწვეტი როლი ითამაშოს აზერბაიჯანის და ევროპარლამენტის სამომავლო ურთერთობებზე.
მაისში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge