png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

  • საზოგადოება
  • 11.04.2016
  • 17:18
დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის  საჯარო ლექცია ჩაატარა. სახელმწიფო მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად არსებულ მექანიზმებზე, გაზრდილ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ მითებსა და მონტენეგროს გამოცდილებაზე ისაუბრა..

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის და ამ პროცესში  ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. საჯარო ლექცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

შეხვედრა საქართველოში 4-19 აპრილს მიმდინარე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში უკვე გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა. ასევე, იგეგმება პროექტი „ერთი დღე ჯარში“  მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. გამწვანების აქცია გურიაში, სტუდენტების ვიზიტი კიბერუსაფრთოხების ბიუროში, კონკურსები, კონფერენციები, დებატები და სპორტული ღონისძიებები.

ნატო-ს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კვირეული სსიპ "ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge