png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო

  • პოლიტიკა
  • 11.04.2016
  • 17:20
 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო. თეა წულუკიანი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. მო დე ბოერ-ბუკიკიო გაერო-ს სპეციალური მომხსენებელია ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში.

მხარეებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელებული არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. იუსტიციის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ასეთ ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კი უფრო ქმედითს ხდის ნებისმიერი ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის მექანიზმებს. საუბარი შეეხო ქვეყნიდან ბავშვების გაყვანის შეზღუდვის მიზნით შემუშავებულ ცვლილებებსაც.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მომხსენებელს ფონდ „სალვეს“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ქუჩისგან განრიდება და მათი კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იქნება.

გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები შეხვდებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს; სახალხო დამცველს. დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge