png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წულუკიანი: ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს

  • საზოგადოება
  • 11.04.2016
  • 18:32
წულუკიანი: ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს

ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ საცდელ ტესტირებაში, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავდა, იუსტიციის მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ტესტი ენათმეცნიერმა ნინო შარაშენიძემ შეიმუშავა.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ორი ტიპის ტესტი შეიქმნა: პირველი განსაზღვრავს მშობლიური ენის ცოდნის დონეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით  და ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს.  

ტესტირების გავლა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს თეა წულუკიანმა შესთავაზა. მინისტრი პირადად ჩაერთო ტესტირების პროცესში, თავადაც გაიარა ტესტირება და თითოეულ თანამშრომელს შეატყობინა ამ შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, ქართული ენის ცოდნის დონის შემოწმება დღეს სხვა უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებსაც შეეძლოთ. პირველ ეტაპზე ქართულ ენაში ტესტირების გავლის სურვილი 313-მა მოქალაქემ გამოთქვა. მათგან 91 იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელია.  პროგრამამ, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს, იმ მსურველთა ცოდნის დონე შეამოწმა, რომლებმაც რეგისტრაცია სხვებზე ადრე გაიარეს. მათ შორის იყო იუსტიციის სამინისტროს 26 თანამშრომელი და 40 დაინტერესებული პირი, რომლებიც სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ. საუკეთესო შედეგების მქონე 10 პირს სერტიფიკატები  გადაეცემა დედაენის დღეს − 14 აპრილს. 

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტი ქართული ენის ცოდნის ყველა კომპონენტს განსაზღვრავს.  გაგების,  კითხვის, წერისა და მეტყველების ენობრივი უნარების გარდა, იგი იძლევა შესაძლებლობას, გაირკვეს გრამატიკული საკითხების ცოდნის დონე და ენობრივი კონსტრუქციების სწორად აგების უნარი. უშუალოდ გრამატიკული სავარჯიშოების გარდა, ის მოიცავს მოსმენილის გაგების, მეტყველების, დიალოგის წარმართვის და წერითი უნარების − ესეს დაწერის − კომპონენტს. ტესტირების გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ქართული ენის ცოდნის დონეს განსაზღვრავს.

„ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე ჩემმა ზოგიერთმა თანამშრომელმა ქართული ენის გრამატიკა მიივიწყა. ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ, ერთმანეთს შევეჯიბროთ დედაენის ცოდნაში, საბოლოოდ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შექმნილი ქართული ენის ეს ტესტი მოქალაქეობის საკითხთა განმხილველ კომისიას დაეხმარება. ასევე, ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს, რადგან, როცა წერ კანონებს, გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა 30 000 მოქალაქესთან, ვალდებული ხარ, თავად აჩვენო სახელმწიფო ენის სამაგალითო ცოდნა“, − განაცხადა მინისტრმა.  

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge