png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიგა ბოკერია: NDI-ის კვლევის შედეგები არის პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის

  • პოლიტიკა
  • 11.04.2016
  • 19:38
გიგა ბოკერია: NDI-ის კვლევის შედეგები არის პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის

,,ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერობათა მდივანი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევა არის განაჩენი ხელისუფლებითვის. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, რომელიც ასახავს რეალობას.

,,NDI-ის კვლევა, როგორც ყოველთვის, ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა პოლიტიკურმა მარიონეტებმა და თვითონ ივანიშვილმა პირველ რიგში. ისტორიულად დაბალი ციფრებია ქვეყნის მომავლის რწმენის, ისტორიულად დაბალი ციფრებია იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, გაზრდილია სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, ისტორიულად კატასტროფულია რეალობა ჩვენი ქვეყნის და ამიტომაა სწორედ საკვანძო, რომ ის ხალხი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ოქტომბერში არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ამ ვითარებიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეს არის პოლიტიკური განაჩენი, აბსოლუტურად დამსახურებული განაჩენი და ეს განაჩენი პოლიტიკურად, არჩევნების გზით და მშვიდობიანად სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი ოქტომბრის არჩევნებზე», - განაცხადა ბოკერიამ.

NDI-ის  მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. კვლევებში მოსახლეობის მიერ დასახელებულია მთავარი პრობლემების ხუთეული: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები და ტერიტორიული მთლიანობა. კვლევის თანახმად საზოგადოება ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა სხვა ყველა მიმართულებით მათი მდგომარეობა გაუარესებულია.

NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge